ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რატომ არ კარგავს მედია მარკეტინგი აქტუალობას XXI საუკუნეში

მედია მარკეტინგი კლიპარტი

დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, როდესაც ციფრული ხელსაწყოები სარეკლამო ბაზრის განუყოფელი ნაწილია, ტრადიციული საშუალებები პოპულარობას მაინც არ კარგავს; უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია კი მედია მარკეტინგის სერვისს იყენებს მომხმარებლებთან დასაკავშირებლად.

კლიპარტი პირველი სააგენტოა ქართულ ბაზარზე, რომელმაც მთელ მედიას მოუყარა თავი და ერთიანი გაყიდვის სისტემა შექმნა. ეს 2015 წელს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, ახლა კი ნებისმიერი ინფორმაცია მუშავდება და სტრატეგიულად ნაწილდება ონლაინ მედიაში, ტელევიზიაში ან რადიოში იმის მიხედვით, თუ რა მიზანი და ამოცანა აქვს კონკრეტულ ბიზნესს.

 

მედია მარკეტინგი - თანამშრომლობა კლიპარტი

 

სარეკლამო სივრცის ეფექტური და ლოგიკური გამოყენება მედია მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც რამდენიმე საფეხურს მოიცავს:

  • მედია კამპანიის მიზნების დადგენა და განსაზღვრა, ანუ რა შედეგის მიღება სურს დამკვეთს;
  • სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, დადგენა თუ ვინ არის კომპანიის მომხმარებელი, რა ქცევები ახასიათებს მას და რა ტიპის კონტენტზე რეაგირებს;
  • სხვადასხვა მედიუმების განხილვა და საუკეთესო ალტერნატივის შერჩევა.

ხშირად დამკვეთი ფიქრობს, რომ პოპულარულ ვებგვერდზე სარეკლამო კონტენტის განთავსება პირდაპირ უკავშირდება გაყიდვებისა და ცნობადობის ზრდას. ეს, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არ მუშაობს, რადგან ვიზიტორების რიცხვი არაფერს ნიშნავს, თუ მათ უმრავლესობას პოტენციური მომხმარებელი არაა.

საქართველოში ამ მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მისი სწორი პოზიციონირებისთვის საჭირო თემატური მედიუმის პოვნა.

ტელევიზია

 

television

 

სატელევიზიო სივრცეში განთავსებული რეკლამა შინაარსობრივად საკმაოდ განსხვავდება მოკლე ვიდეოსგან, რომელიც ვებგვერდების სქროლვის დროს ამოხტება ხოლმე. მისი მთავარი ფუნქცია კონკრეტული ემოციების გაჩენაა.

რთულია სატელევიზიო რეკლამამ კონვერსია გამოიწვიოს თუ პერმანენტული ხასიათი არ ექნება, რადგან ადამიანი ინფორმაციას მინიმუმ 5-ჯერ ნახვის შემდეგ ითვისებს.

საქართველოში ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ამას კომპანიების მხრიდან გაღებული სარეკლამო ხარჯებიც მოწმობს – 2020 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიაში გასული რეკლამების საერთო რიცხვი 4473 იყო და ქრონომეტრაჟი 66 871 წამს, ხოლო ინვესტიცია 4, 020, 825 ლარს შეადგენდა.

 

მედია მარკეტინგი - ინვესტიცია კლიპარტი

 

რადიო

 

radio

რადიო მედიუმია, რომელსაც ყველაზე ერთგული მომხმარებლების ფართო სეგმენტი ჰყავს. კონვერსიების მისაღებად ტელევიზიის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც დიდი მნიშვნელობა სარეკლამო მესიჯის ხშირად გამეორებას ენიჭება. მხოლოდ ასე შეიძლება სწორ დროს სამიზნე აუდიტორიასთან მოხვედრა, ცნობადობის ზრდა და გაყიდვების სტიმულირება.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში რადიოში განთავსებული რეკლამების საერთო რიცხვი 5226-ს შეადგენდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ტრადიციული მედიის ეს კომპონენტი საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

ონლაინ და ბეჭდური მედია

 

დღეს საკმაოდ დიდი სეგმენტი ჰყავს როგორც ტრადიციულ ბეჭდურ მედიას, ასევე მის გაციფრულებულ ფორმას ონლაინ ჟურნალებისა და საინფორმაციო პლატფორმების სახით.

ითვლება, რომ სარეკლამო კონტენტის განთავსებას ამ მედიუმებზე განსაკუთრებით კარგი შედეგების მოტანა შეუძლია, რადგან მათი კონცეფციის მრავალფეროვნება და განსხვავებული შინაარსი, სხვადასხვა გემოვნების ადამიანებთან დაკავშირების იდეალური გზაა.

 

online media

 

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია ზემოხსენებულ ყველა მედიუმს აერთიანებს და ინფორმაციის ან რეკლამის გავრცელების ოპტიმალურ მეთოდად ითვლება. მომხმარებელთან რამდენიმე არხით დაკავშირება სიახლეების მიღებისა და ათვისების პროცესს აჩქარებს, შესაბამისად კომპანიების წინასწარ განსაზღვრული ამოცანების მიღწევა საგრძნობლად მარტივდება.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციისთვის მედია სტრატეგიის შედგენაა საჭირო, რომელიც უნიკალური კონტენტის შექმნასთან ერთად, დაგეგმარებისა და გავრცელების ნაწილსაც მოიცავს.

საბოლოო ჯამში, მედია მარკეტინგის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი მიზნების მიხედვით სარეკლამო მედიუმების სწორად შერჩევა და აუდიტორიასთან დაკავშირებაა. ეს კი ხდება მაშინ, როდესაც შუამავალი კომპანია ბიზნესის საჭიროებებსა და ვიზიტორების ინდივიდუალურ პრეფერენციებს ითვალისწინებს.

 

მედია მარკეტინგი - ინტეგრირებული კომუნიკაცია_კლიპარტი

 

კლიპარტის მომსახურების ხარისხს მედია მარკეტინგის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და პარტნიორი კომპანიების საკმაოდ დიდი რიცხვი განსაზღვრავს. ბოლოს კი იქმნება პროდუქტი, რომელიც ბიზნესს სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 5 წთ
გამოქვაბულში ამოტვიფრული სიმბოლოებიდან ხელნაწერებამდე, პირველი წიგნებიდან ელექტრონული სიგნალების შექმნამდე, ტელევიზიებიდან ინტერნეტამდე და “მეგობრების დასამატებელი,” პირადი სოციალური გვერდებიდან დიდი კომპანიების ციფრულ კამპანიებამდე – სადღაც აქ…
წაკითხვის დრო 6 წთ
დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და…
წაკითხვის დრო 4 წთ
რა სჭირდება ონლაინ მედიას სრულყოფილი მუშაობისთვის? ამაზე პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია – ხარისხიანი კონტენტი, მაღალი რეიტინგი და სარეკლამო შემოსავლები. თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძლება…
წაკითხვის დრო 4 წთ
თუ აქამდე კომპანიებს პოტენციურ მომხმარებლებთან მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდათ კომუნიკაცია, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მყისიერი პასუხის მიღება. რადიკალურად შეიცვალა არსებული სურათიც…
წაკითხვის დრო 3 წთ
სიტყვა „კონტენტი“ ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ ადგილებში გვესმის, როგორიც მაგალითად – სუპერმარკეტია. საერთაშორისო მნიშვნელობის მიხედვით, მარკეტინგის ეს ფორმა სამიზნე…
წაკითხვის დრო 3 წთ
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რეკლამა ბიზნესის განუყოფელ ნაწილად ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იქცა. როცა ადამიანმა კომუნიკაციის არეალი გააფართოვა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ან გაცვლა…