ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

მედია პარტნიორები

გაეცანი კლიპარტის პარტნიორი კომპანიების მცირე ჩამონათვალს, რომლებთან ერთადაც ხარისხიან მომსახურებას ვქმნით

ტელევიზია

ონლაინ მედიის როლის ზრდის მიუხედავად, სატელევიზიო ქსელი პოზიციას წლებია არ თმობს და ინფორმაციის მიმოცვლის ძირითად საშუალებად რჩება. კლიპარტი საქართველოს ბაზარზე მომუშავე ყველა ტელევიზიასთან თანამშრომლობს

ონლაინ მედია

მომხმარებელთა სიმრავლის გამო, ონლაინ მედია სარეკლამო ინდუსტრიის წამყვანი პლატფორმა გახდა. კლიპარტი პირველი კომპანიაა, რომელმაც ადგილობრივი საინფორმაციო, საზოგადოებრივი, ბიზნეს და თემატური მიმართულების მედია პორტალები გააერთიანა. დღეს 100-ზე მეტ ონლაინ მედიასთან ვთანამშრომლობთ, თუმცა რაოდენობა მუდმივად იზრდება

რადიო

კლიპარტი საქართველოში მომუშავე ძირითად რადიო სადგურებთან თანამშრომლობს, რაც დამატებითი უპირატესობაა ჩვენი დამკვეთებისთვის. მათ რეკლამის ან ინფორმაციის განთავსება 10-ზე მეტ პარტნიორ რადიოში საჭირო დროს მარტივად შეუძლიათ

ბეჭდური მედია

ბეჭდურ მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთ-ერთი უპირატესობაა, რომელიც კლიპარტს დაარსების დღიდან აქვს. კომპანია საქართველოში მომუშავე თითქმის ყველა ბეჭდურ გამოცემას უკავშირდება

რეგიონული მედია

საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში წარმოდგენილი რეგიონული მედია ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კლიპარტი ყველა რეგიონული მედიის პარტნიორია