ონლაინ პიარი - PR
ონლაინპიარის (Digital PR) მიზანი ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასზე ცნობადობის ამაღლებაა. ეს მარკეტინგული სტრატეგია ბრენდებს ბაზარზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება და, ამასთანავე, საშუალებას აძლევს, მარტივად აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან.
ციფრული PR სააგენტოების ამოცანაა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ტრადიციული მექანიზმები და ტაქტიკები ონლაინსივრცეში გადაიტანოს და ციფრულ ხელსაწყოებთან ინტეგრაციის წყალობით ეფექტიანი კომუნიკაცია აწარმოოს. ონლაინ PR აერთიანებს კონტენტმარკეტინგის, სოციალური მედიის მარკეტინგის, SEO ოპტიმიზაციისა და რეკლამირების სხვადასხვა მექანიზმს.
ონლაინ PR-ის ზოგადი სერვისები
- ონლაინ PR-ის ტაქტიკების გამოყენება ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციაში
- SWOT და PEST ანალიზის წარმოება ციფრულ სივრცეში საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად
- ონლაინ PR-ის პროგრამის შემუშავება და განხორციელება
- ონლაინ PR-ის ეფექტიანობის ანალიზი და მონიტორინგი
- რეკლამირება ციფრულ სივრცეში
- მედიასთან ურთიერთობა
- ონლაინრეპუტაციის მენეჯმენტი
- სოციალური მედიის მენეჯმენტი
- კონტენტის შექმნა
- კრიზისის მენეჯმენტი
- ინფლუენსერმარკეტინგი
- ონლაინბრენდინგი და პოზიციონირება
- ღონისძიებების ორგანიზება და კამპანიების წარმოება ონლაინ
მედიასთან ურთიერთობა
- ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან კომუნიკაცია
- Storytelling მასალებსა და პრესრელიზებზე მუშაობა
- კრიზისული CSR კამპანიების მართვა
- ბიზნესანგარიშების გამართვა
- ონლაინ ინტერვიუებისა და რევიუების ორგანიზება
- ონლაინჟურნალებსა და ბროშურებზე მუშაობა
- SEO ოპტიმიზაცია
ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი
- ბრენდთან დაკავშირებული დამოკიდებულებების კონტროლი
- SWOT და PEST ანალიზი ციფრულ სივრცეში საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად
- რევიუებისა და კომენტარების მონიტორინგი
- მონიშვნებზე გამოხმაურება
სოციალური მედიის მენეჯმენტი
- სოციალური მედიის სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა
- სამიზნე აუდიტორიასთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია
- კონტენტის შექმნა
- პოსტების შექმნა
- Community მენეჯმენტი
- KPI მეტრიკების მონიტორინგი
კონტენტის შექმნა
- მიმზიდველი და რელევანტური შინაარსის კონტენტის წარმოება
- ბლოგპოსტებისა და სტატიების შექმნა
- ვიდეოების ჩაწერა
- პოდკასტების მომზადება
- ინფოგრაფიკების მომზადება
კრიზისული კომუნიკაცია
- ონლაინპიარის პროტოკოლების, სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავება
- საგანგებო სიტუაციების მართვა
- მედიასთან კომუნიკაციისთვის საჭირო დოკუმენტის მომზადება
- ნარატივის კონტროლი და სწორი კომუნიკაციის წარმართვა
- რეპუტაციის მაჩვენებლის კონტროლი
- მონიტორინგის სისტემის შექმნა
- რეაგირების გეგმის შექმნა
- დამკვეთებისთვის კრიზისული კომუნიკაციის საუკეთესო პრაქტიკების სწავლება
ინფლუენსერ მარკეტინგი
- თანამშრომლობა აზრის ლიდერებთან და ბლოგერებთან
- კომპანიისა თუ ბრენდის პერსონალიზაცია
- პროდუქტისა თუ სერვისის პოპულარიზაცია
ონლაინ ღონისძიებები და კამპანიები
- PR ღონისძიებების დაგეგმვა ონლაინ
- კამპანიების განხორციელება
- პროდუქტის ჩაშვება
- ვებინარებისა და ვირტუალური პრესკონფერენციების მოწყობა
- ტრენინგებისა და კონკურსების გამართვა
ანალიტიკა და ანგარიშგება
- ონლაინპიარის ეფექტიანობის ანალიზი და მონიტორინგი
- აქტივობების შედეგების ანალიზი
- მედიაგაშუქების ანალიზი
- სოციალური მედიისა და ვებსაიტების ტრაფიკის მონიტორინგი
ონლაინ ბრენდინგი და პოზიციონირება
- ბრენდის იდენტობის შექმნა
- ბრენდის უნიკალური მახასიათებლების წარმოჩენა
- ბრენდის იმიჯის შექმნა
მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“ ონლაინ PR სერვისის მომწოდებელი ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანიაა. ის დამკვეთებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს და სწორი სტრატეგიითა და აქტივობებით უზრუნველყოფს ბრენდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, კომპანიის იმიჯის შექმნასა და რეპუტაციის ამაღლებას, საზოგადოებაში მათ მიმართ ნდობის მოპოვება/შენარჩუნებასა და ბრენდებისთვის ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას.