ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რა არის CMS და რატომ სჭირდება ის ონლაინ მედიას

რა არის ვებ გვერდის CMS

რა სჭირდება ონლაინ მედიას სრულყოფილი მუშაობისთვის? ამაზე პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია – ხარისხიანი კონტენტი, მაღალი რეიტინგი და სარეკლამო შემოსავლები. თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძლება გიპასუხოთ, რომ ამ სამი კომპონენტის გასაერთიანებლად აუცილებელია კონტენტის მენეჯმენტისა და სარეკლამო პროდუქტების მართვის პლატფორმა, რომელიც გამომცემელს (ფაბლიშერს) მომხმარებლისთვის ხარისხიანი კონტენტის დროული მიწოდებისა და მაღალი რეიტინგის მონეტიზების შესაძლებლობას აძლევს.

პროდუქტის ხარისხიანობაზე ხაზგასმა კარგია, მაგრამ დავუჯეროთ ბიძია საიმონ სინეკს და ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებთან საუბარი იმით დავიწყოთ, რატომ შევქმენით NEWS CMS და რატომ ვავითარებთ მას. რა არის ჩვენი, ანუ „კლიპარტის“, მისია ქართული ონლაინმედიის განვითარების გზაზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნის მასშტაბით დიდი წვლილი შეგვაქვს ციფრული მედიის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა, არა მხოლოდ ციფრული პროდუქტების გაყიდვა, არამედ მედიაბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მათი სტანდარტების ჩვენს ბაზარზე დანერგვა. 

ჩვენი მიზანია, ონლაინმედიას ახალი  შესაძლებლობები შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუუმჯობესოთ სამუშაო პირობები, რითაც მათი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზრდება, შედეგად კი მომხმარებელი წაიკითხავს, უყურებს და მოისმენს ბევრად ხარისხიან კონტენტს, რაც, თავის მხრივ, აუცილებელია მაღალი იმიჯისა და რეიტინგის მოსაპოვებლად.

ჩვენი ამოცანაა, ონლაინმედიამ მარტივად შეძლოს საკუთარი იმიჯისა და რეიტინგის შესაბამისი შემოსავლების მიღება. ჩაერთოს ეკოსისტემებში, რომლებიც პროდუქტების დახარისხებასა და გაყიდვების გაზრდაში დაეხმარება.

როგორ აკეთებს NEWS CMS ამ ყველაფერს ერთად? პლატფორმის სრულ შესაძლებლობებზე მოკლედ საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ მნიშვნელოვან კომპონენტებზე მოგიყვებით:

ფუნქციების გადანაწილება და მონიტორინგი

News CMS-ის კონტენტის სამართავი პანელი ადვილად ერგება ნებისმიერი ფაბლიშერის შიდა მენეჯმენტის სისტემას, კომპანიის თითოეულ თანამშრომელს კი დარეგისტრირების შემდეგ სხვადასხვა ფუნქციით სარგებლობის შესაძლებლობა ეძლევა. 

ყველაზე მეტი ფუნქცია ადმინისტრატორს აქვს, რომელიც თავად ქმნის მომხმარებლებს და ანიჭებს მათ პოზიციებს. ადმინისტრატორს შეუძლია, ინდივიდუალურ პრეფერენციებზე მორგებული კატეგორიები შექმნას და კონკრეტულ თანამდებობებზე მომუშავე ადამიანებს დაუმატოს ან მოაკლოს ავტომატურად განსაზღვრული შესაძლებლობები. ადმინისტრატორი, ასევე, ამატებს კატეგორიებს და თავისი სურვილისამებრ მართავს მათს აქტიურობასა და თანმიმდევრობას.

სამართავი პანელი იძლევა შემდეგი უფლებების ან ფუნქციების მინიჭების შესაძლებლობებს:

  • სიახლეების შექმნა (ცალკეულად, ენების მიხედვით – სამ ენაზე)

  • ფოტოების ატვირთვა (ფაილმენეჯერი)

  • სიახლეების რედაქტირება და ჟურნალისტების ანგარიშების მართვა

  • ვიდეოგვერდის მართვა

  • გამოკითხვების გვერდის მართვა

  • ჟურნალისტების სტატისტიკაზე წვდომა

  • პარტნიორების მონიტორინგი და სტატისტიკის მართვა

  • Datastudio-ს სტატისტიკაზე წვდომა

  • RealTime მონიტორინგზე წვდომა

  • სარეკლამო პროდუქტების მართვა

 

CMS ავტორიზაცია და ფუნქციონალი

 

ინდივიდუალური ვებდიზაინი და საიტის რუკა

საიტის დესკტოპ და მობილური ვერსიის დიზაინი იქმნება ინდივიდუალურად, დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით – სასურველი ფერების, ფონტის, სიახლეების განთავსების წყობისა და სხვა დეტალების შერჩევით. 

ფაბლიშერის  მოთხოვნების გათვალისწინებით იწყობა სამართავი პანელი და ლაგდება საჭირო ინსტრუმენტები.

სიახლეების, ფოტოებისა და ვიდეოების მართვა

News CMS-ის პლატფორმას აქვს ყველა შესაძლებლობა საინფორმაციო კონტენტის – სიახლის, ფოტო და ვიდეოგვერდების სამართავად. ავტორები (ჟურნალისტები) სამართავ პანელში ქმნიან სტატიებს, სადაც იყენებენ მრავალფეროვან ფუნქციონალს (ტექსტის ზომის ცვლილება, ფერების შეცვლა, „ემოჯების“ გამოყენება, ბმულის, დამატებითი ფოტოს ან დოკუმენტის ჩასმა და ა.შ.), აგზავნიან რედაქტორთან, რომელიც რედაქტირებისა და დამატებითი პარამეტრების გამოყენების შემდეგ აქვეყნებს ვებგვერდზე.

პლატფორმაში ჩაშენებულია ავტომატური კორექტირების ფუნქციონალი, რომელიც ავტორებსა და რედაქტორებს აზღვევს ორთოგრაფიული შეცდომების, ბარბარიზმებისა და კორექტურებისგან.

შესაძლებელია სიახლეების გამოქვეყნების დაგეგმვა და მითითებული კალენდრით გამოქვეყნება.

ფოტომასალისა და PDF დოკუმენტების განთავსებისა და მისი მენეჯმენტის ფუნქციას ფაილმენეჯერი ასრულებს. ფაილმენეჯერში შესაძლებელია საქაღალდეების (ფოლდერების) შექმნა, ფოტოების კატეგორიებისა და თემატიკის მიხედვით ატვირთვა, ხოლო შემდგომ მათი გამოყენება მასალის ფორმატისა და სტილის მიხედვით.

ვებგვერდზე, სიახლეებში შესაძლებელია ვიდეოს ჩასმა ნებისმიერი სოციალური ქსელიდან ან ვიდეოპლატფორმის გვერდიდან, ე.წ. „ემბედ ბმულის“ გამოყენებით.

ასევე შესაძლებელია ვებგვერდზე ნებისმიერი პლატფორმის (ფეისბუკი, იუთუბი და სხვა) Live ვიდეოს გაშვება.

ვიდეოგვერდის სამართავი პანელი მორგებულია ყველა სახის ვიდეოპლატფორმაზე, რომელსაც ბმულის საშუალებით ვიდეოინტეგრირების შესაძლებლობა აქვს.

ვიდეოგვერდზე წარმოდგენილია ვიდეოკონტენტი დასათაურებებით. სამართავი პანელის ვიდეოების სექციიდან იმართება ვიდეოგვერდზე განთავსებული ვიდეოკონტენტი. ვიდეოს განთავსება შესაძლებელია ნებისმიერი ვიდეოპლატფორმიდან ვიდეოს „ემბედ ბმულის“ ჩასმით.

სისტემაში გათვალისწინებულია SEO სტანდარტები და ვებგვერდის URL სტრუქტურა სრულად მოერგება ამ სტანდარტებს.

გამოკითხვა

გამოკითხვა და ქვიზები მაღალი რეიტინგის ერთ-ერთი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა დამატებითი პლატფორმა, რომელიც პირდაპირაა ინტეგრირებული NEWS CMS-ში, მაგრამ აქვს დამოუკიდებელი სამართავი პანელი და მორგებადია ნებისმიერ ძრავაზე.

ქვიზი ხშირ შემთხვევაში გასართობი და ინფორმაციული ხასიათისაა. ქვიზის სამართავ პანელში იქმნება ქვიზები, ლაგდება კითხვებისა და პასუხების თანმიმდევრობა და ყალიბდება ლოგიკა, რათა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად რელევანტური და საინტერესო იყოს ქვიზის დასასრული. ამ ეტაპზე რამდენიმე ტიპის ქვიზი არსებობს, დროთა განმავლობაში კი ახალი ე.წ. „თემფლეითები“ შეიქმნება, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს მომხმარებლის ინტერაქცია.

 

სიახლეების ვებ გვერდი CMS სტატისტიკა

 

მუდმივი სტატისტიკა და რეპორტინგი

სტატისტიკის მრავალფეროვანი პარამეტრები CMS-ის მოსახერხებელი ფუნქციონალია და ისინი გუნდის მუშაობის  ეფექტიანობას რიცხვებში ზომავს. გამომცემელს (ფაბლიშერს) მარტივად ეძლევა საშუალება, გააკეთოს კონტენტის რაოდენობის, ხარისხის, მისგან მიღებული რეიტინგისა და, შესაბამისად, მიღებული შემოსავლების დეტალური ანალიზი.

გარდა იმისა, რომ რედაქტორს აქვს ფუნქციონალი, შეაფასოს ჟურნალისტის მიერ დაწერილი სიახლეების ხარისხი, ექსკლუზიური სტატიები და საინტერესო თემების რაოდენობა, პლატფორმა აჯამებს სტატიების ნახვების საერთო რაოდენობას, ითვლის ჩვენებების საშუალო მაჩვენებელს, ავტორების მუშაობის პერიოდულობას, მათი სტატიების კითხვადობას, რეალურ დროში ვებგვერდზე შესული მომხმარებლების რაოდენობას და ყველაზე პოპულარულ სტატიებს.

პლატფორმა იძლევა საშუალებას, აღრიცხოს პარტნიორები და მათ მიერ გამოყენებული რესურსი. პარტნიორების სტატისტიკა ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს გამოქვეყნებული სიახლეების რაოდენობის, მათი ჩვენებების, დარჩენილი ლიმიტებისა და ვადის ხანგრძლივობაზე.

 

სტატისტიკა და რეპორტინგი CMS

 

სარეკლამო პოტენციალი

News CMS ინტეგრირებულია AdMixer-ის საბანერე ეკოსისტემასთან, რომელიც ციფრული რეკლამირებისთვის საბანერე პოზიციებისა და ვიდეოსარეკლამო პროდუქტების დახარისხების, აუდიენციების შექმნის, მათი მართვისა და მონეტიზების საშუალებას იძლევა.

Admixer-ის ეკოსისტემა CMS-ის პლატფორმაში ავტომატურადაა ჩაშენებული და SSP (Suply Side Platform) პანელზე მარტივ, მყისიერ წვდომას უზრუნველყოფს. ეს CMS-ის ერთ-ერთი პარამეტრია, თუმცა ონლაინმედიაბიზნესი შეზღუდული არ არის, „ედმიქსერის“ ნაცვლად, ან პარალელურად ჩასვას სხვა რომელიმე სისტემა, რომელთანაც გამომცემელი (ფაბლიშერი) სარეკლამო განთავსებების მიმართულებით თანამშრომლობს.

 

news CMS ASmixer

 

უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები

უსაფრთხოება CMS-ის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ძრავა, სერვერული უზრუნველყოფის უახლესი პროგრამებითა და დაშიფვრის თანამედროვე მეთოდებით, „კლიპარტის“ დეველოპერების მიერაა დაწერილი. დამატებითი უსაფრთხოებისთვის, პლატფორმა მუდმივად ახლდება, მისი კოდი კი საჯარო არ არის. 

კიბერშეტევით მოყენებული ზარალის თავიდან ასაცილებლად, CMS სრულ სარეზერვო ასლებს ინახავს. ეს კი, კიბერთავდასხმისა და სერვერის ფიზიკური ელემენტების შესაძლო დაზიანების შემთხვევაში, ინფორმაციის უმტკივნეულოდ აღდგენას განაპირობებს.

 

CMS-Security-Systems-Clipart

 

მოკლედ რომ ვთქვათ, News CMS საქართველოს ბაზარზე მომუშავე გამომცემლებს (ფაბლიშერებს) შესაძლებლობების სრულ სპექტრს სთავაზობს. პლატფორმა საინტერესოა არა მხოლოდ იმ ონლაინმედიამფლობელებისთვის, რომლებსაც ერთი ან მეტი პლატფორმა აქვთ, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, საკუთარ პროდუქტებზე არაპირდაპირი კონტენტი აწარმოონ.
CMS კონტენტის მენეჯმენტის, სამუშაო პროცესის გამარტივებისა და უსაფრთხო, მოსახერხებელი თანამშრომლობის იდეალური საშუალებაა.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 5 წთ
გამოქვაბულში ამოტვიფრული სიმბოლოებიდან ხელნაწერებამდე, პირველი წიგნებიდან ელექტრონული სიგნალების შექმნამდე, ტელევიზიებიდან ინტერნეტამდე და “მეგობრების დასამატებელი,” პირადი სოციალური გვერდებიდან დიდი კომპანიების ციფრულ კამპანიებამდე – სადღაც აქ…
წაკითხვის დრო 6 წთ
დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და…
წაკითხვის დრო 4 წთ
თუ აქამდე კომპანიებს პოტენციურ მომხმარებლებთან მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდათ კომუნიკაცია, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მყისიერი პასუხის მიღება. რადიკალურად შეიცვალა არსებული სურათიც…
წაკითხვის დრო 3 წთ
დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, როდესაც ციფრული ხელსაწყოები სარეკლამო ბაზრის განუყოფელი ნაწილია, ტრადიციული საშუალებები პოპულარობას მაინც არ კარგავს; უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია კი მედია…
წაკითხვის დრო 3 წთ
სიტყვა „კონტენტი“ ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ ადგილებში გვესმის, როგორიც მაგალითად – სუპერმარკეტია. საერთაშორისო მნიშვნელობის მიხედვით, მარკეტინგის ეს ფორმა სამიზნე…
წაკითხვის დრო 3 წთ
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რეკლამა ბიზნესის განუყოფელ ნაწილად ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იქცა. როცა ადამიანმა კომუნიკაციის არეალი გააფართოვა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ან გაცვლა…