რეკლამა რადიოში
მიიღე წვდომა თითქმის ყველა რადიო ქსელზე საქართველოს მასშტაბით. შეატყობინეთ თქვენი ბრენდის შესახებ ყველას და გაზარდეთ ცნობდობა ფართო აუდიტორიისთვის. ციფრული სააგენტო კლიპარტი პარტნიორობს უამრავ ქართულ რადიო არხთან, რომლებსაც შეუძლია თქვენს ბრენდს ზრდასა და განვითარებაში დაეხმარონ.
რატომ რადიო რეკლამა?
ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დროში გამოცდილი საკომუნიკაციო არხი, რომელსაც უამრავი სარგებლობის შეთავაზება შეუძლია ბიზნესისთვის:
დაფარვის ფართო არეალი – ბრენდის მესიჯი რადიოს საშუალებით მყისიერად შეგიძლიათ სხვადასხვა გეოგრაფიულ წერტილში გაავრცელოთ, სადაც კი რადიო ჩართულია. იქნება ეს საზოგადოებრივი დაწესებულებები, სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებები თუ სხვა.
ფოკუსირება – ხანგრძლივი მგზავრობა ადამიანთა უმეტესობისთვის მოსაწყენია. ამ დროს კი ერთ-ერთ “გასართობ საშუალებად” რადიო გვევლინება. ვინადიან მათი ყურადღება რადიოზეა გადატანილი თქვენი ბრენდის მესიჯი მარტივად მიაღწევს მათ გონებამდე.
დაბალი ხარჯები – სხვა სარეკლამო საშუალებებთან შედარებით რეკლამის რადიოში განთავსება ეკონომიური გადაწყვეტილებაა ბიზნესებისთვის.
ნიშური რეკლამის გაშვების შესაძლებლობა – კონკრეტულ ნიშაში მიზნობრივ აუდიტორიაზე გასვლა გაცილებით მარტივია რადიოში, მაგ: ავტომობილის მძღოლები.
ლოკალურობა – შეგიძლიათ კონკრეტული გეოგრაფიული ლოკაცია აირჩიეთ და მასზე გაუშვათ რეკლამები.
შემავსებელი – ჰოლისტიკურ მარკეტინგულ სტრატეგიაში მხოლოდ ერთ არხის გამოყენება არ არის საკმარისი. მომხმარებლებისთვის ბრენდი ხელმისაწვდომი უნდა სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმებზე. 360 გრადუსიანი მარკეტინგული კამპანიებისთვის კი რადიო რეკლამა ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლია დიდი როლი ითამაშოს შედეგების მიღებაში.
კლიპარტი რადიო რეკლამის გარდა კიდევ უამრავ მარკეტინგულ სერვისს გთავაზობთ, როგორებიცაა, რეკლამა საიტზე, ინტერნეტ რეკლამა, SEO ოპტიმიზაცია (საძიეობ სისტემების მარკეტინგი), ონლაინ პიარი, ბრენდინგი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული რეკლამირება (სრული მომსახურება) და სხვა.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდთი, მოგვწერეთ ბიზნესის საჭიროებები და მიიღეთ თქვენზე მორგებული შემოთავაზება.