ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რეკლამა ტელევიზიაში

ტელევიზია თანამედროვე ბიზნესში ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხს წარმოადგენს მისი დახმარებით შესაძლებელია ერთმანეთს შეუხამონ: გამოსახულება, ხმა, მოძრაობა და ფერი.

სატელევიზიო კომერციული რეკლამები შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრენდთან ასოცირებული განწყობების გადასაცემად, ასევე ემოციური და გასართობი შეტყობინებების გასავრცელებლად.

სარეკლამო გზავნილის წარმოჩენის მრავალმხრივი შესაძლებლობის გამო, ტელევიზიის გამოყენება დღეს უკვე თითქმის ყველა სექტორისთვის წარმატების განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ტელევიზიას დღეს ატქიურად იყენებენ: ფართო მოხმარების საქონლის მარკეტერები, მანქანებისმწარმოებლები, მსხვილი საცალო მოვაჭრეები და ტელესაკომუნიკაციო კომპანიები.

აღნიშნულ უპირატესობებთან ერთად ტელევიზია ხასიათდება: მომნუსხველობით, შერჩევითობითა და მოქნილობით.

სატელევიზიო რეკლამის სახეები

აღნიშნულ უპირატესობებთან ერთად ტელევიზია ხასიათდება: მომნუსხველობით, შერჩევითობითა და მოქნილობით.

ბრენდის ინტეგრაცია ფართოდ გავრცელებული სატელევიზიო რეკლამის სახეობაა. იგი მთლიანი სატელევიზო შოუს ნაწილად ქცევად გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული შეთავაზებების, თუ პრიზების ინიციატორია.

აღნიშნული ტიპის რეკლამა გულისხმობს პროდუქტის, ან სერვისის განთავსებას სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში.

საინფორმაციო რეკლამები არის გრძელი სატელევიზიო რეკლამები, რომლებიც ჩვეულებრივ ეთერში გვიან ღამით ან შაბათ-კვირას გადის. ისინი, როგორც წესი მოიცავენ call to action განაცხადებს.

ეს არის მოკლე 10 წამიანი რეკლამები, რომლებიც სატელევიზიო შოუების დროს ეკრანის ბოლოში ჩნდებიან. ისინი როგორც წესი გამოიყენებიან პირდაპირი ღონისძიებების მიმდინარეობისას მომავალი პროგრამების ან პროდუქტების პოპულარიზაციისათვის.