ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

რეკლამა – ისტორია უძველესი პერიოდიდან დღემდე

ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რეკლამა ბიზნესის განუყოფელ ნაწილად ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იქცა. როცა ადამიანმა კომუნიკაციის არეალი გააფართოვა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ან გაცვლა გადაწყვიტა, საჭირო პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება გახდა.

სულ პირველი რეკლამა შეძახილი იყო, სავაჭრო ადგილებში კი ყველაზე მეტი მომხმარებელი იმ გამყიდველთან მიდიოდა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა იყვირებდა. ეს ტენდენცია პირველმა ბანერებმა ჩაანაცვლა. ადამიანებმა იფიქრეს, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა თუ ჩუმად დარჩებოდნენ, პოტენციური მყიდველების შესაგროვებლად კი დახლებთან თვალშისაცემ აბრებს ჩამოკიდებდნენ. მე-2-მე-3 საუკუნეში ძველ საბერძნეთსა და რომში ამგვარ სავაჭრო ბანერებს ხის დაფებით, სპილენძის ფირფიტებით ან ცხოველთა ძვლებით ამზადებდნენ.

 

რეკლამის ისტორია - უძველესი რეკლამა

 

უძველესი სარეკლამო პოსტერის ნიმუში არქეოლოგებმა ეგვიპტის ისტორიულ ტერიტორიაზე იპოვეს. პაპირუსი ჩვენი წელთაღრიცხვით 3000 წლით თარიღდება და მართალია, მისი მეპატრონე დაკარგულ მონას ეძებს, მაგრამ ტექსტში საუკეთესო ნაჭრის მაღაზიასაც გარკვევით ახსენებს. მეტიც, ამ ადგილას მონის დაბრუნებისთვის მპოვნელს ოქროს ჰპირდება.

ბეჭდური რეკლამა

რეკლამის ტრადიციული სახით განვითარებისთვის გარდამტეხი მე-15 საუკუნე აღმოჩნდა, როდესაც ბეჭდური მედიის – ჟურნალების წარმოება და გავრცელება დაიწყო. რამდენიმე საუკუნეში გაჩნდა პირველი სარეკლამო სააგენტო ამერიკაში, მისი დამფუძნებელი კი ერთ-ერთი გამომცემლის ვაჟი იყო, რომელიც გაზეთებში სარეკლამო სივრცეს ყიდდა.

გრაფიტები, რომლებიც ძველ იტალიაში კედელზე იწერებოდა და ადამიანებს გლადიატორების ორთაბრძოლაზე დასწრებისკენ მოუწოდებდა, სტამბებში ბეჭდურ პოსტერებად იქცა და ხალხს საცირკო ან საორკესტრო წარმოდგენების თარიღებს აცნობდა.

 

რეკლამის ისტორია - გუთის დედა

 

ბეჭდური ინდუსტრიის განვითარებას უკავშირდება პირველი e-mail მარკეტინგიც. ზოგიერთი მაღაზია ამ პერიოდში მომხმარებელთა ინფორმაციას აქტიურად აგროვებდა და სიახლეებს მათ საფოსტო წერილებით უგზავნიდა. 

პირველი ქართული ბეჭდური რეკლამა 1861 წელს გამოჩნდა გაზეთში „გუთნის-დედა“. რეკლამა გუთანს აღწერდა და თან, ანოტაციასთან ერთად, ფლამანდრიული ძროხის გამოსახულებაც ახლდა.

რადიო რეკლამა

რეკლამა აუდიო განზომილებაში მე-20 საუკუნეში საკმაოდ შეცვლილი დაბრუნდა. ეს გამომცემლობისთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან რადიოს გამოგონებამ ადამიანთა ცხოვრების წესი გარდაქმნა და სიახლეების მოსმენა ოჯახურ ტრადიციად აქცია.

სულ პირველი რეკლამა, რომელიც რადიოში გაჟღერდა არაპირდაპირი იყო და მომხმარებელს კონკრეტული მოქმედებისკენ არ მოუწოდებდა. სარეკლამო რადიო სიუჟეტი 10 წუთი გაგრძელდა, მისი განთავსებისთვის კი კომპანიამ სულ რაღაც 50$ გადაიხადა.

 

 

ატელევიზიო რეკლამა

ტელევიზიამ რეკლამას კიდევ ერთი განზომილება დაამატა და სარეკლამო ინდუსტრია ფუნდამენტურად შეცვალა. პირველი სარეკლამო განთავსება ტელევიზორში 1941 წელს სულ 10 წამით გამოჩნდა. ეს კომპანია Bulova Watch-ის მოკლე ვიდეორგოლი იყო, რომელიც Biow Company-მ სპეციალურად ტელევიზიისთვის დაამზადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სატელევიზიო რეკლამა 1950-იანი წლების ბოლოს გავიდა, როდესაც წამყვანმა ჟანეტა არჩვაძემ ფართო აუდიტორიას ქართული ჯემი გააცნო.

 

 

რეკლამა ინტერნეტში

2005 წელს ბრიტანელმა სტუდენტმა ვებგვერდი the Million Dollar Homepage შექმნა, რომელიც უბრალოდ ცარიელი სივრცე იყო, კომპანიებს კი საკუთარი ბანერების განთავსება 10×10 რეზოლუციის პიქსელებში შეეძლოთ. საბოლოოდ, ბიჭმა 4 თვეში, ციფრული რეკლამის პლატფორმის გამოგონებით, მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამ ტიპის ორგანზომილებიანი ციფრული ბანერები ინტერნეტში 2004 წელს პირველად გაეშვა, რასაც სულ მალე დინამიკური რეკლამების გამოჩენა მოჰყვა.

თანამედროვე რეკლამირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინდუსტრიის განვითარების კუთხით, Google Adwords-ის შექმნა იყო, რომელმაც ბიზნესს გზა მომხმარებელზე მორგებული რეკლამის განთავსებისკენ გაუხსნა. გუგლის რეკლამის საშუალებით, ადამიანები არა გაბნეულ, არამედ მათ პრეფერენციებზე, ბრაუზერის ან ძიების ისტორიის მიხედვით, მორგებულ რეკლამებს ხედავდნენ.

რეკლამა ინტერნეტში კიდევ რამდენიმე მიმართულებით გაიფანტა – ერთი მხრივ, კონტენტ მარკეტინგის სახით ცნობილი გაზეთების ან ახალი ონლაინ საინფორმაციო პორტალების სტატიებში.

მეორე მხრივ კი სოციალური მედიის არხებზე, რომლის სარეკლამო ინდუსტრიაში დომინაცია განსაკუთრებით თვალშისაცემია. მაგალითად, თუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა Facebook-ის შემოსავალი 2009 წელს მხოლოდ 700 მილიონი დოლარი იყო, 2019 წლის ბოლოს 70 მილიარდ დოლარს სწორედ სარეკლამო ინდუსტრიის გამოწვევებთან ადაპტაციით მიაღწია.

 

რეკლამის ისტორია - ჩარტი

 

დაბოლოს

ითვლება, რომ რეკლამის შესაძლებლობების უდიდესი ნაწილი ადამიანს ჯერ კიდევ არ აუთვისებია. და სანამ სხვა ბლოგებში მოსალოდნელ ტექნოლოგიურ მიღწევებზე ვისაუბრებთ, განვიხილოთ დღევანდელი სტატისტიკა.

2021 წლის მონაცემებით, მსოფლიო რეკლამის საერთო ხარჯების 50% ინტერნეტში განთავსებულ რეკლამაზე მოდის. მას კი მოჰყვებიან: ტელევიზია – 16%, გარე რეკლამები 7%, გაზეთები 6%, რადიო 5%, ჟურნალები 3%, კინოთეატრები 1%.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

წაკითხვის დრო 3 წთ
ციფრული ინდუსტრიის მასშტაბებმა და ტექნოლოგიების განვითარების სწრაფმა ტემპმა სარეკლამო ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების შექმნა განაპირობა. მათ შორის მოწინავე პოზიციებს პროგრამატიკული მარკეტინგი იკავებს. Statista – ს…
წაკითხვის დრო 4 წთ
კომპანიები საკუთარი მიზნების მისაღწევად ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციას იყენებენ. მარკეტინგულ მიქსში შემავალი ელემენტების გვერდით კი ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს კონტენტ მარკეტინგი იკავებს. კონტენტ მარკეტინგი ბევრი სახით…
წაკითხვის დრო 5 წთ
მარკეტინგის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება. Statista-ს მონაცემებზე დაყრდნობით, ინდუსტრიის ექსპერტების 80% ხელოვნური ინტელექტის გარკვეული მოდელების საკუთარ მარკეტინგულ საქმიანობაში ინტეგრირებას უზრუნველყოფს….
წაკითხვის დრო 5 წთ
ბრენდი – ეს არის კომპანიის იდენტობა და ისტორია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, კონკურენცია გაუწიოს მსგავსი პროდუქტისა და სერვისის მომწოდებელ სხვა კომპანიებს. ბრენდინგის მიზანი კი…
წაკითხვის დრო 3 წთ
2023 წლის ივნისში Google-ის პლატფორმას დაახლოებით 84.6 მილიარდი ვიზიტორი ესტუმრა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დღეს ის ბიზნესისა და ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი…
წაკითხვის დრო 4 წთ
ონლაინ პიარი (Digital PR) სტრატეგიაა, რომლის მიზანიც ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნა, კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ცნობადობის ამაღლება და ბაზარზე პოზიციების გამყარებაა….