ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

და მაინც, როგორ მუშაობს სოციალური მედია მარკეტინგი?

სოციალური მედია მარკეტინგი

თუ აქამდე კომპანიებს პოტენციურ მომხმარებლებთან მხოლოდ ერთი მიმართულებით ჰქონდათ კომუნიკაცია, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ნებისმიერ საკითხზე შეიძლება მყისიერი პასუხის მიღება.

რადიკალურად შეიცვალა არსებული სურათიც და ბიზნეს სექტორს მომხმარებლების მოსაზიდად კომუნიკაციის ფართო სპექტრის გამოყენება შეუძლია. საქართველოში, მაგალითად, იდენტობის განსაზღვრის ერთ-ერთი განუყოფელი კომპონენტი სოციალური მედიაა, რომლის გარეშეც, თანამედროვე ბიზნესი, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

 

 

ვებსაიტი & სოციალური მედია

 

 

სოციალური მედია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად სულ რამდენიმე წლის წინ იქცა და დღეს საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში; გვეხმარება სამყაროსთან მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად, ფართო აუდიტორიასთან სოციალიზაციის პროცესში და რაც მთავარია – უდიდეს როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღების დროს. 2021 წლის მონაცემებით, ონლაინ რეკლამას მსოფლიოში კომპანიების 48.66% იყენებს – პირველ ადგილას სოციალური მედიაა 86 პროცენტით რომელსაც დისპლეი რეკლამები (80%) მოჰყვება.

 

 

რეკლამა სოციალური მედიაში

 

სოციალური მედიის უპირატესობები

სოციალური მედიის უპირატესობები ტრადიციულ მედიასთან შედარებით საკმაოდ ბევრია: მოსახერხებელი ინტერფეისი, სისწრაფე, პერსონალიზებული რეკლამა, დაბალი ფასი და ა.შ.

გარდა ამისა, მას უამრავი საინტერესო ფუნქცია აქვს, რომელთა გამოყენებაც ბიზნესის სამართავად ან სარეკლამო მესიჯების გასავრცელებლად გამოიყენება. რეკლამის მთავარი ამოცანა კი პოტენციურ მომხმარებლებსა და კომპანიას შორის მჭიდრო ემოციური კავშირის ჩამოყალიბებაა.

 

 

სოციალური ქსელები

 

საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ასე ნაწილდება სოციალური მედიის გამოყენების მიზნობრიობა საქართველოში 2020 წელს:

  • საწარმოს იმიჯის ან მისი ბაზრის განსავითარებლად – 25.1%
  • პასუხი მომხმარებლის შეკითხვებზე, შეხედულებებსა და გამოხმაურებებზე – 22.9%
  • კლიენტების ჩართვა ახალი პროდუქტის შექმნაში ან ინოვაციურ განვითარებაში – 10.4%
  • თანამშრომელთა დასაქირავებლად – 14.2

 

KPI Content

 

დღეს სოციალური მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ინდივიდებზე მორგებული სარეკლამო პოტენციალია და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთა ინტერესებიც, სურვილები და მიდრეკილებებიც აქტიურადაა გამოხატული მათ ინტერნეტ აქტივობაში. თუ, პირობითად, ჟურნალში განთავსებული რეკლამა დათბილული საცვლების შესახებ თანაბრადაა ხელმისაწვდომი პენსიონერებისთვის და თინეიჯერებისთვისაც, სოციალურ ქსელებში ამ მესიჯის მიტანა შესაძლებელია მხოლოდ 60+ პოტენციურ მომხმარებლებთან ბევრად უფრო მარტივად და რაც მთავარია, იაფად.

 

სტატისტიკა KPI

 

ნებისმიერ ბიზნესის სამიზნე აუდიტორიის შერჩევა და გადახარისხება უფრო პატარა ჯგუფებად რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ხდება: ასაკი, საცხოვრებელი ქვეყანა ან ქალაქი, ენა და სქესი. ალგორითმს შეუძლია დააჯგუფოს კონკრეტული ადამიანების ინტერესები, მიდრეკილებები ან სურვილები და შესთავაზოს მათზე ოპტიმიზირებული რეკლამები.

არსებობს მომხმარებელთა ქცევის განმსაზღვრელი სხვა ინსტრუმენტებიც, მაგალითად, რამდენი ადამიანი ნახულობს ამა თუ იმ პოსტს, რას აქვს მეტი გამოხმაურება ან როგორი ტენდენციები შეინიშნება კონკურენტ კომპანიებში.

მსგავსი დეტალიზება გრძელვადიან პერიოდში რეპორტინგისთვის რეალურთან მიახლოებულ შედეგებს იძლევა. გარდა ამისა, როდესაც ადამიანები სოციალურ ქსელში მათთვის საინტერესო პოსტებს აწყდებიან ბუნებრივად ერთვებიან ინტერაქციებში – კომპანიებთან უკუკავშირს იწყებენ, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის მათ ცნობადობას.

 

სტრატეგია

 

რისკები და ცდომილებები

სოციალურ ქსელს უამრავ ბენეფიტთან ერთად, რამდენიმე საყურადღებო დეტალიც აქვს. აქ განთავსებული თითოეული პოსტი თავიდან ბოლომდე ადამიანთა ინტერპრეტაციას ეყრდნობა, ამიტომ მათ სარეკლამო კამპანიების კონტექსტის ან გარემოებებიც ცვლილება ისე შეუძლიათ, რომ საკუთარ ინტერესებს მოარგონ.

ითვლება ისიც, რომ სოციალური მედია იდეალურად მუშაობს, როდესაც საქმე ცნობადობის გაზრდას ეხება, მაგრამ ხშირად, აქ ასახული სტატისტიკა და მონაცემები რეალურ გაყიდვებს საერთოდ არ ნიშნავს. მიზეზი მარტივია, ინტერნეტ მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ყალბი პროფილია, ან აქტიურობის მიუხედავად, საერთოდ არ ყიდულობს პროდუქტს ან მომსახურებას.

 

პირდაპირი გაყიდვები

 

ყალბ პროფილებზე საუბრისას, რთულია არ ვახსენოთ ბოტები, რომლებიც არა მხოლოდ პოსტებს დებენ, ასევე წერენ კომენტარებს და ეხმაურებიან სარეკლამო კამპანიებს. ეს გაბერილი მონაცემები რეპორტინგს ართულებს. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა ეს ჩართულობა დადებითად აისახოს – გაიზარდოს ვიდეოს ნახვა, პოსტის გაზიარება ან ფოტოზე მოწონება. თუმცა, გრძელვადიანი პერსპექტივიდან ფერხდება ზუსტი ინფორმაციის შეგროვების პროცესი, როდესაც საქმე რეალურ გაყიდვებამდე მიდის.

 

რისკები

 

ვიზუალური კონტენტი

კვლევამ აჩვენა, რომ ვიზუალურ კონტენტ მარკეტინგს განსაკუთრებით დიდი ძალა აქვს და ისეთ ემოციებს აღძრავს ადამიანებში, რომელთა გამოწვევაც ხშირად ტექსტებს არ შეუძლია. შესაბამისად, სოციალური ქსელები, სადაც სურათები ან ვიდეოები იტვირთება, სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვის დროს.

 

მარკეტინგული ვიზუალი

 

იმისათვის, რომ ბიზნესმა იმ ლოიალური მომხმარებლების ბაზა შექმნას, რომლებსაც ახალ ან არსებულ პროდუქტებს შესთავაზებს, სოციალური მედიის აქტიური გამოყენებაა საჭირო.

დღეს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეპოქაში, დედამიწის მოსახლეობის 79%-ს ტელევიზორთან, ხოლო 59.5%-ს წვდომა ინტერნეტთან აქვს. თანამედროვე ეფექტური კომუნიკაცია მოიაზრებს არა მხოლოდ სოციალური ქსელის ან ტრადიციული მედიის გამოყენებას, არამედ ამ ორის თანადროულ ჩართულობას მაქსიმალური ბიზნეს შედეგების მისაღებად.

პოსტის გაზიარება:

სხვა პოსტები

დღეს, 21-ე საუკუნეში ბიზნესების დიდი ნაწილი ტრადიციული მარკეტინგული ხერხების გამოყენებასთან ერთად, ციფრულ სერვისსაც აქტიურად ნერგავს. ეს კომპონენტი აუცილებელი დეტალია სხვადასხვა რელევანტურ აუდიტორიასთან დასაკავშირებლად და…
რა სჭირდება ონლაინ მედიას სრულყოფილი მუშაობისთვის? ამაზე პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია – ხარისხიანი კონტენტი, მაღალი რეიტინგი და სარეკლამო შემოსავლები. თუმცა, ძალიან ცოტამ შეიძლება…
დღეს, ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში, როდესაც ციფრული ხელსაწყოები სარეკლამო ბაზრის განუყოფელი ნაწილია, ტრადიციული საშუალებები პოპულარობას მაინც არ კარგავს; უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია კი მედია…
სიტყვა „კონტენტი“ ადამიანების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და ზოგჯერ ისეთ მოულოდნელ ადგილებში გვესმის, როგორიც მაგალითად – სუპერმარკეტია. საერთაშორისო მნიშვნელობის მიხედვით, მარკეტინგის ეს ფორმა სამიზნე…
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რეკლამა ბიზნესის განუყოფელ ნაწილად ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაში იქცა. როცა ადამიანმა კომუნიკაციის არეალი გააფართოვა და წარმოებული პროდუქტის გაყიდვა ან გაცვლა…