ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

სარეკლამო სააგენტო

ციფრულ პროდუქტებზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად სარეკლამო ინდუსტრიაც  განვითარდა. მარკეტინგული სააგენტო კლიპარტის დაარსების იდეაც სწორედ ამ მზარდმა ინტერესმა დაბადა. დამფუძნებლების მიზანი ერთი იყო — შეექმნათ სანდო სარეკლამო სააგენტო, რომელიც  დამკვეთებს, ინდივიდუალური მარკეტინგული საჭიროებების გათვალისწინებით, ინოვაციურ და ეფექტურ მედია/ციფრულ სერვისებს შესთავაზებდა. 

დასაწყისში კლიპარტი საცდელ პაკეტში  7 სააგენტოსა და 3 გაზეთს მოიცავდა. დროსთან ერთად მასშტაბები შეიცვალა — დღეს სარეკლამო სააგენტო 150-ზე მეტ ვებპორტალთან, საქართველოში არსებულ წამყვან ტელევიზიებთან, ბეჭდურ მედიასა და რადიოსთან თანამშრომლობს. შესაბამისად,  2015 წელს დაარსებული სააგენტო წლებთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა და ღიაა ახალი გამოწვევებისათვის.

 

სარეკლამო კომპანია კლიპარტის სერვისები

კლიპარტი დამკვეთებს მედია/ციფრული სერვისების ერთობლიობას სთავაზობს, რაც მათთან თანამშრომლობას მეტად კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის.

ჩვენი სერვისი მოიცავს:

  • ციფრულ სამყაროში ყველაზე საინტერესო რეკლამების განთავსებას
  • სოციალურ მედიაში მეტი გამომწერის მოზიდვას
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზირებას, რომ ვებსაიტზე მეტი ვიზიტორი გადმოვიდეს
  • მედია გავცელების წყაროებში მარკეტინგს
  • საუკეთესო ტექსტური და ვიზუალური კონტენტის შექმნას
  • ვებგვერდების დეველპმენტს
  • საზოგადოებასთან ურთიერთობას (PR) ონლაინ

 

დღესდღეობით ნებისმიერ ნიშაში უდიდესი კონკურენცია გვხვდება, სარეკლამო სააგენტო კი ამ შემთხვევაში გამოცდილი მეგობრის როლს ასრულებს, რომელმაც ზუსტად იცის, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შენი ბრენდი ციფრულ სამყაროშიც გამორჩეულად იქცეს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე სერვისმა შენი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ქვემოთ უფრო დეტალურ ინფორმაციასაც გაგიზიარებთ:

ციფრული რეკლამირება

ციფრულ ეპოქაში გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამა თუ იმ მომსახურების/პროდუქტის გავრცელება და რეკლამირება  ციფრული არხებით ხდება. სწორედ ამიტომ, ციფრული რეკლამა კლიპარტის ერთ-ერთი სერვისია. ეს უკანასკნელი, ერთი მხრივ, პროგრამატიკულ რეკლამირებას, ხოლო მეორე მხრივ, GMP-Google Ads გულისხმობს.

პირველ შემთხვევაში სარეკლამო სააგენტო უზრუნველყოფს, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრას, სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებას, ისე რეკლამის განთავსებას საიტზე.  ხოლო რაც შეეხება Google Ads, კლიპარტი მომხმარებელს ამ უკანასკნელის სპეციფიკაზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს.

სოციალური მედიის მენეჯმენტი

გამართული სოციალური მედია პლატფორმები ბრენდის ცნობადობის ზრდას უწყობს ხელს. კლიპარტი მზადაა დამკვეთებს ოციალური მედიის მენეჯმენტის სერვისი შესთავაზოს. ეს უკანასკნელი კი შემდეგ მომსახურებებს მოიცავს: სოციალური არხების აუდიტი და მედია არსების მართვა, კონტენტის შექმნა, მონიტორინგი და გრაფიკული დიზაინით უზრუნველყოფა, სარეკლამო კამპანიების მართვასთან ერთად, სოციალური მედიის ანალიტიკასა და მონიტორინგ-რეპორტინგზეც იღებს პასუხისმგებლობას.

SEO ოპტიმიზაცია

SEO ოპტიმიზაცია სისტემის ოპტიმიზაციას გულისხმობს.  ეს არის პროცესი, რომელიც გამოიყენება ვებსაიტის ტექნიკური კონფიგურაციის, შინაარსის შესაბამისობისა და ბმულების პოპულარობის ოპტიმიზაციისთვის, რათა გვერდები გახდეს ადვილად პოვნადი, უფრო რელევანტური და პოპულარული მომხმარებლის საძიებო მოთხოვნების მიმართ. 

SEO ოპტიმიზაცია კლიპარტში სამი მიმართულებით შეგიძლიათ — როგორც ტექნიკური SEO, ისე On-page და Off-page ოპტიმიზაციები.

მიიღეთ SEO აუდიტი უფასოდ

გამოგზავნეთ ვებგვერდის მონაცემები და გაიგეთ თქვენი ბიზნესის პოტენციალი ციფრულ სამყაროში

👉 უფასო SEO აუდიტი

მედია და კონტენტ მარკეტინგი

ზემოაღნიშნული გაციფრულებული სამყაროს ფონზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს მედიამარკეტინგის მნიშვნელოვანი როლი. მედია კამპანიების ანდა  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ მარკეტინგულ გათვლებს დიდი სარგებელი მოაქვს ბიზნეს ორგანიზაციებისათვის.

ამ მიმართულებით სარეკლამო სააგენტო კლიპარტში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის მომსახურება:

  • მედია აუდიტი;
  • მედია კონსალტინგი;
  • მედია კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა და აღსრულება;
  • მედიაგავრცელება;
  • მედია ღონისძიებების ორგანიზება.
 
რაც შეეხება კონტენტს ის სოციალური მედიის განუყრელი ნაწილია. მისი მიზანი თქვენი კომპანიის, შესაბამისად გაყიდვების ზრდაა. სარეკლამო სააგენტო კლიპატში კონტენტ მარკეტინგის მომსახურება მოიცავს: კონტენტის ანუ მედია პლატფორმებზე განთავსებული ტექსტისა  და ვიზუალის ანალიზს. ამასთან, მათი პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ შეიმუშაოთ კონტენტ მარკეტინგის სტრატეგია, რაც ბიზნეს და მარკეტინგული ინტერესებიდან გამომდინარე, კონტენტის კატეგორიების შექმნას, მის მედია გავრცელებას, შემდგომ მონიტორინგსა და რეპორტინგს გულისხმობს.

ვებგვერდების დეველოპმენტი

გამომდინარე იქიდან, რომ კლიპარტს, როგორც საქართველოს მასშტაბით ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო სარეკლამო კომპანიას,  დიდი წვლილი შეგვაქვს ციფრული მედიის განვითარებაში, მათი ამოცანა, არა მხოლოდ ციფრული პროდუქტების გაყიდვა, არამედ მედიაბაზრის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მათი სტანდარტების ჩვენს ბაზარზე დანერგვაა. სწორედ ამიტომ მათ შექმნეს NEWS CMS იგივე სიახლეების კონტენტის მენეჯმენტის სისტემა. მისი უპირატესობები კი შემდგომი მდგომარეობს:

  •    ვებსაიტს ექნება ბრენდზე მორგებული ინდივიდუალური დიზაინი;
  •    მრავალ კაციან გუნდზე მორგებული მართვის სისტემები;
  •    კონტენტის შექმნისა და მართვის ულევი შესაძლებლობები;
  •    ტექსტის კორექტირების ავტომატზაცია;
  •    ეკოსისტემასთან ინტეგრირებული სარეკლამო სისტემა;
  •    მონეტიზაციის შესაძლებლობა;
  •    მუდმივგანახლებადი სტატისტიკა და რეპორტინგი;
  •    გუნდის მართვის, მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის მრავალფეროვანი პარამეტრები;
  •    უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოება;
  •    მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და განახლებები.

სისტემა სამ პაკეტს მოიცავს, ესენია: Starter, Professional და Enterprise, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია ფუნქციური შესაძლებლობების არასტანდარტულად გადანაწილებაც.

ონლაინ PR

ონლაინ პიარის (Digital PR) მიზანი ციფრული საკომუნიკაციო არხების დახმარებით ბრენდის იმიჯის შექმნას უზრუნველყოფს. ამასთანავე, მისი მიზანი კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მასზე ცნობადობის ამაღლებაა. ეს უკანასკნელი  მარკეტინგული სტრატეგიაა, რომელიც  ბრენდებს ბაზარზე პოზიციების გამყარებაში ეხმარება და, ამასთანავე, საშუალებას აძლევს, მარტივად აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია მომხმარებლებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ონლაინ PR კონტენტმარკეტინგის, სოციალური მედიის მარკეტინგის, SEO ოპტიმიზაციისა და რეკლამირების სხვადასხვა მექანიზმს აერთიანებს.

ზემოაღნიშნული მიმართულებების გარდა სარეკლამო სააგენტო კლიპარტის პიარ სერვისი შემდეგ მიმართულებებსაც მოიცავს: მედიასთან ურთიერთობა, ონლაინ რეპუტაციის მენეჯმენტი, კრიზისული კომუნიკაცია, ინფლუენსერ მარკეტინგი, ონლაინ ღონისძიებები და კამპანიები, ანალიტიკა და ანგარიშგება, ონლაინ ბრენდინგი და პოზიციონირება.

და ბოლოს, მონათხრობიდან გამომდინარე, მარკეტინგული სააგენტო კლიპარტი დამკვეთებს თავიანთი კომპანიის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისათვის დამხმარე სერვისების სრულ სპექტრს სთავაზობს.