უფასო SEO აუდიტი
გაიგეთ თქვენი ვებგვერდის შესაძლებლობები საძიებო სისტემაში. ვრცელი აუდიტი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რა პოტენციალი აქვს თქვენს ვებგვერდს და როგორ შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა.
გამოგვიგზავნეთ ვებგვერდის მონაცემები და მიიღეთ რჩევები, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოთ ვებსაიტი მეტი ვიზიტორის მისაღებად 👇
რას მოიცავს უფასო SEO აუდიტი?
ბაზრის ორგანული ტრაფიკის შეფასება, საძიებო სიტყვების ანალიზი, კონკურენტების ანალიზი, ვებგვერდის On-page SEO, ვებგვერდის ტექნიკური შემოწმება – აუდიტი მარტივად და გასაგებად გადმოსცემს ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხს რეკომენდაციებთან ერთად.
ტექნიკური SEO შემოწმება
ვებსაიტის ტექნიკურად გამართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დასაკავებლად. აუდიტი მოიცავს ფუნდამენტური ტექნიკური SEO საკთხების ანალიზს. აქ მოცემულია ძირითადი ფაქტორები, რომელთა მიხედვითაც მოწმდება 🧐 ვებგვერდი:
- ვებსაიტის სტრუქტურა: აუდიტი მოიცავს H-tag-ების სტრუქტურის კვლევას. გაიგებთ დაცულია თუ არა იერარქია, რამდენად ხშირად იყენებთ დუბლირებულ ქვესათაურებს და ა.შ.
- მობილური ოპტიმიზაცია: ვებგვერდი უნდა იყოს ოპტიმიზებული მობილური მოწყობილობებისთვის, რადგან მობილური ტრაფიკი ბოლო წლებში დესკტოპის ტრაფიკს აჭარბებს. სწორედ ამიტომ ჩატარდება ე. წ “responsiveness” აუდიტი,
- გვერდის სიჩქარე: ვებგვერდის ჩატვირთვის სიჩქარე დიდ გავლენას ახდენს როგორც მომხმარებლის გამოცდილებაზე (UX), ასევე საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავებაზე. აუდიტი მოიცავს ვებგვერდის სიჩქარის ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს.
- URL-ის სტრუქტურა: URL უნდა იყოს მოკლე, ინფორმატიული და მარტივად აღქმადი. SEO აუდიტის ჩატარებისას URL-ს სტრუქტურის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით გაგიზიარებთ კონკრეტულ რჩევებს.
- საიტის უსაფრთხოება: Google-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვებსაიტი დაცული იყოს SSL სერთიფიკატით. სწორედ, ამიტომ ვებგვერდის ბმულები და კონტენტის ელემენტები უსაფრთხოების დეტექტორში გაივლის შემოწმდებას.
- Robots.txt & Sitemap.xml: გაიგებთ რამდენად თვალსაჩინოა ვებგვერდის სტრუქტურა საძიებო ბოტებისთვის და სწორად იყენებთ თუ არა robots.txt-ის ფაილს.
- კანონიკური თეგები: მიიღებთ ძირითადად ინფორმაციას კანონიკური თეგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ დუბლირება.
- Broken links: შეიტყობთ შეიცავს თუ არა თქვენი ვებგვერდი ე.წ. “გატეხილ” (404) ბმულებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ვიზიტორებსა და საძიებო ბოტებზე.
Off-page SEO აუდიტი
Off-page SEO ისეთი პროცესია, როდესაც აქტივობა ვებსაიტის გარეთ მიმდინარეობს.
Backlinks 🔗 (ბექლინკები): ეს არის ერთი ვებგვერდიდან მეორე ვებგვერდზე გამავალი ბმული. Off-page SEO შემოწმება იწყება ბექლინკების ხარისხისა და რაოდენობის ანალიზით.
დომენის ავტორიტეტი (Domain Authority): ეს არის ციფრული საზომი, რომელიც აანალიზებს თუ რამდენად დიდი რეპუტაცია აქვს ვებგვერდს ციფრულ სამყაროში.
Google Business Profile (წარსულში Google My Business): Google My Business საკმაოდ სასარგებლო ინსტრუმენტია ბიზნესისთვის. თქვენი პროფილის ზუსტი ინფორმაციის, მიმოხილვებისა და ფოტოების ოპტიმიზაციის გზით, შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ხილვადობა ლოკალური ძიების შედეგებში და გაზარდოთ ტრაფიკი.
სოც. ქსელები: სოციალური მედია ვებსაიტის პოპულარიზაციისა და ტრაფიკის გენერირებისთვის ერთ-ერთი ძლიერ საშუალება, მას SEO პროცესებზეც აქვს გავლენა. SEO აუდიტი პირველად სოც.მედია ანალიზსაც ითვალისწინებს.
On-Page SEO შემოწმება
On-page შემოწმება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც აუდიტის ფარგლებში ვახორციელებთ:
- მეტა ინფორმაცია (სათაური და აღწერა)
- კონტენტის ოპტიმიზაცია
- შიდა გადალინკვები
- ფოტოების ოპტიმიზაცია
ყველა ზემო ჩამოთვლილი საკითხი სწორად უნდა იყოს შესრულებული, რათა ვებგვერდი გამართულად მუშაობდეს.
საძიებო სიტყვების ანალიზი
საკვანძო სიტყვების კვლევა ძიებადი სიტყვებისა და ფრაზების იდენტიფიცირებას გულისხმობს, რომლებსაც ვიზიტორები იყენებენ თქვენს ინდუსტრიასთან, პროდუქტებთან ან სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძიებლად.
👉 აუდიტის ფარგლებში გაანალიზდება ასობით საძიებო სიტყვა, რომლებიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ციფრული ბაზრის ტენდენციებზე.